2024 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების უფრო ძლიერი ზრდა დაფიქსირდა, წინა კვარტალთან შედარებით. ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ისრაელი და საუდის არაბეთმა შეიტანა.
TBC Capital– ის კვლევის თანახმად, მოგზაურობიდან შემოსავალი სომხეთიდან და ევროკავშირიდან 2024 წლის მეორე კვარტალში 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შესაბამისად, 12.7%-ით და 3.2%-ით შემცირდა.
გაზრდილია ტურისტების რაოდენობა საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან. შესაბამისად, იზრდება მოგზაურობიდან შემოსავლები და მათი წილი საერთაშორისო ვიზიტორების მთლიან შემოსავლებში.
2024 წლის ივნისში, მაღალბიუჯეტიანი სასტუმროებშია საშუალო დღიურმა ფასმა მიაღწია $148-ს, რაც მცირედი 4%-ით გაიზარდა 2023 წლის ივნისთან შედარებით. რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიაღწია 70%-ს, რაც 11%-ით აღემატება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს.
2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა, რასაც იწვევდა აპრილსა და მაისში არსებული სოციალური დაძაბულობა და, შესაბამისად, მასშტაბური დემონსტრაციები, რაც შენელების მთავარი მიზეზია.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ტურიზმით კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. ხოლო, ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთმა აჩვენეს ძლიერი აღდგენა რაც შეესაბამება 164% და 151%-იან მაჩვენებელს.
ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი (16%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.