საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 75,6% ორ ქვეყანაზე – ყირგიზეთსა და ყაზახეთზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ამ ორ ქვეყანაში $198,644 მლნ-ს რეექსპორტი განხორციელდა, მთლიანმა ექსპორტმა კი $262,592 მლნ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წელს 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით ყაზახეთსა და ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი თითქმის 110%-ით გაიზარდა. შარშაბ ორ თვეში ორივე ქვეყანაში ერთად $94,716 მლნ-ს მსუბუქი ავტომობილი გავიდა.
როგორი იყო მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ყაზახეთსა და ყირგიზეთში 2023-2024 წლების იანვარ-თებერვალში:
2023 წლის იანვარ-თებერვალი:
ყაზახეთი – $51,540 მლნ (2 589 ერთეული)
ყირგიზეთი – $43,175 მლნ (1 338 ერთეული)
2024 წლის იანვარ-თებერვალი:
ყაზახეთი – $76,388 მლნ (5 657 ერთეული)
ყირგიზეთი – $122,256 მლნ (3 345 ერთეული)
ცნობისათვის, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში $258,122 მლნ-ს ღირებულის (17 515 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი $402,729 მლნ-ს (28 868 ერთეული) შეადგენდა.