საქართველო მშპ-ს მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. საქართველოს უსწრებს არამხოლოდ თურქეთი, არამედ სომხეთიც კი.
კერძოდ, საქსტატის საერთაშორისო შედარებების პორტალის მიხედვით, (წყარო – საერთაშორისო სავალუტო ფონდი), 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი შეადგენს $8 164.9-ს, სომხეთში კი $8 283.1-ს.
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი არის თურქეთში – $13 383.9, შემდეგია რუსეთი – $13 005.7. ბოლო ადგილზე კი აზერბაიჯანია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $7 529.7-ს შეადგენს.
რაც შეეხებან ქვეყნების მშპ-ს, ასე გამოიყურება:
- რუსეთი – $1.862 ტრილიონი
- თურქეთი – $1,154 ტრილიონი
- აზერბაიჯანი – $77.4 მლრდ
- საქართველო $30 მლრდ
- სომხეთი – $24.5 მლრდ