საქართველოში სარკინიგზო გზით შემოსული ტვირთები ძირითადად რუსეთიდანაა.
2023 წელს ყველაზე მეტი საქონელი რუსეთიდან შემოვიდა – მთლიანი ტვირთის 48%. აღნიშნული ტვირთი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან შედგება.
აზერბაიჯანის წილი მთლიან შემოსულ ტვირთებში 27%-ს შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიის გავლით, რკინიგზით გადაზიდული საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია.
2023 წელს საქართველოდან გასული საქონლის დანიშნულების ადგილებს შორის ყველაზე დიდი წილი ყაზახეთს ეკავა. მას სომხეთი და რუსეთი მოჰყვება. მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს.
საქართველოში სარკინიგზო გზით შემოსული ტვირთები ქვეყნების მიხედვით:
აღნიშნული ოთხი წამყვანი ქვეყნის წილი საქართველოდან გასულ ტვირთებში 37%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, 2023 წელს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ, 2022 წელთან შედარებით, 8,2%-იანი ვარდნა განიცადა და 13, 557 მილიონი ტონა შეადგინა.
კლების უმეტესად გამოწვეული იყო ტრანზიტული ტვირთების შემცირებით, რაც შუა დერეფნის არასაკმარის გამოყენებაზე მიუთითებს.