საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, 450-ზე მეტი მაღაზია გაძარცვეს და 300 ბანკომატი გატეხეს. ბიზნესის ზარალი თითქმის €1 მილიარდად არის შეფასებული.
საფრანგეთში არეულობა მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელიც 27 ივნისს პოლიციის მიერ პარიზის გარეუბანში 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.
ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჯერ მხოლოდ კერძო სექტორის ზარალია შეფასებული, ამ თანხაში შევიდა 5000-ზე მეტი მანქანის ღირებულება, რომლებიც პროტესტის მონაწილეებმა დაწვეს.
არეულობებმა უკვე იმოქმედა ტურიზმზე. პარიზში ჯავშნების 20-25%-ია გაუქმებული.
პარიზის რეგიონის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, დამწვარი ავტობუსებისა და ტრამვაის კომპენსაციისთვის €20 მილიონი იქნება საჭირო.