დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელიც გაასამართლეს.
ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულებმა ის დამნაშავედ დოკუმენტების გაყალბებაში ცნეს.
ბრალდების თანახმად, ტრამპმა დოკუმენტები გააყალბა, რათა 2016 წლის არჩევნების წინ დაეფარა პორნოვარსკვლავის გაჩუმებისთვის გადახდილი თანხა დაემალა.
ორდღიანი განხილვის შემდეგ, 12-კაციანმა ნაფიცმა მსაჯულმა ტრამპი დამნაშავედ გამოაცხადა 34-ვე ბრალდებაში. .
საქმიანი დოკუმენტების გაყალბება ითვალისწინებს მაქსიმუმ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას, თუმცა სასამართლო ხშირად მიმართავს უფრო მსუბუქ სასჯელს, ჯარიმას ან პირობით ვადას. პატიმრობა დონალდ ტრამპს არ შეუშლის ხელს საარჩევნო კამპანიაში ან თანამდებობის დაკავებაში, თუ ის გაიმარჯვებს. განაჩენის გამოტანამდე ის ციხეში არ ჩაჯდება.
77 წლის ტრამპი უარყოფს დანაშაულს. მისმა ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი რაც შეიძლება სწრაფად გაასაჩივრებენ.
“ეს იყო სირცხვილი”,- განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ და თქვა, რომ “ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს”.
ტრამპს ბრალი გასული წლის მარტში წაუყენეს. ის დაადანაშაულეს $130 000-ის გადახდაში, პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობი ქალის, სტორმი დენიელსისთვის, მისი გაჩუმების მიზნით. ბრალდების თანახმად, თანხა ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა გადაიხადა, ხოლო შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა, ქრთამის გადახდის დამალვის მიზნით, ის იურიდიულ გადასახადად გააფორმა.
დენიელსი აცხადებდა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტთან სექსუალური კავშირი ჰქონდა 2006 წელს, რასაც ტრამპი უარყოფს.