საუდის არაბეთი ფუტურისტული პროექტის Neom განხორციელებას გეგმავს, რომელიც გულისხმობს ახალი ქალაქის შექმნას, ნულოვანი ნახშირბადით. მისი სახელწოდებაა The Line.
ის 0,12 მილის სიგანის და 105 მილის სიგრძის “ვერტიკალური ბაღის ქალაქი” იქნება.
ყველაზე ექსცენტრული პროექტი მოიცავს ელექტრო მფრინავი ტაქსების შექმნას.
ქალაქს არ ექნება გზები და მთლიანად განახლებად ენერგიაზე იმუშავებს.
მფრინავი ტაქსი მგზავრებს რაიონებს შორის გადაიყვანს, რადგან მას მხოლოდ 35 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 22 მილის გავლა შეუძლია. ის მხოლოდ მდგრად საავიაციო საწვავს გამოიყენებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 137 მილი საათში იქნება.
საუდის არაბეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში წიაღისეული საწვავის გამოყენებას ეტაპობრივად შეამცირებს.
საუდის არაბეთი სულ ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს 10 ფუტურისტულ პროექტზე. მათ შორის იქნება მცურავი საპორტო ქალაქიც.
Neom-თვის მფრინავ ტაქსებს ამერიკული სტარტაპი Boom Supersonic დააპროექტებს.
Neom აპირებს 2025 წლისთვის მფრინავი ტაქსების მთელი ფლოტი შექმნას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მის შემადგენლობაში რამდენ თვითმფრინავი იქნება..