აშშ-ის სენატმა საქართველოს ორპარტიული სანქციების კანონპროექტი უნდა განიხილოს.
სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილ პაკეტს – “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება.
კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას მინიმუმ $50 მილიონის ოდენობით საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისთვის, ასევე, ქვეყანაში „უცხოური გავლენების“ გამოძიებისთვის. კანონპროეტი ასევე ითვალისწინებს ქართული ოცნების პოლიტიკოსებისთვის შეზღუდვების დაწესებას.
სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს ქართველ პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც ბრალი ედებათ „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში“ და დგანან „კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინსვლისა და მისი მიღების ხელშეწყობაში“.
დოკუმენტი მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უნდა შეიმუშაოს საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგია, სამხედრო დახმარების გადახედვა და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
„ქართულმა ოცნებამ“ პაკეტს მათ წინააღმდეგ „შანტაჟი“ უწოდა.