საქართველოში კომერციული ბანკების მიერ შინამეურნეობებზე გაცემული სესხების 35.8% სამომხმარებლო სესხებზე მოდის. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სამომხმარებლო სესხების წილი მთლიან კრედიტში 32.7%-ს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის მაისის მდგომარეობით შინამეურნეობებზე ჯამში გაცემულია 29.887 მლრდ ლარის სესხი, (როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში), საიდანაც 10.721 მლრდ ლარზე მეტი სამომხმარებლო სესხია.
უფრო კონკრეტულად, მაისის მდგომარეობით, ლარში გაცემულია 21.455 მლრდ ლარის კრედიტი, სადაც 9.418 მლრდ ლარის არის სამომხმარებლო სესხი. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, ამ შემთხვევაში სულ გაცემულია 8.432 მლრდ ლარის კრედიტი, საიდანაც 1.303 მლრდ სამომხმარებლო სესხია.
სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით შინამეურნეობებზე ჯამში გაცემული იყო 25.282 მლრდ ლარზე მეტი სესხი, აქედან 8.286 მლრდ ლარზე მეტი იყო სამომხმარებლო სესხი.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკაზე მიანიშნა და ეს გარემოება საყურადღებოდ მიიჩნია.