2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიადანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 91% სამმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა, თიბისიმ და ლიბერთიმ გადაინაწილეს.
16 ბანკიდან სამი – სილქ ბანკი, პეისერა და პეივბანკი – ზარალზე გავიდნენ.
ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ–მარტი):
- საქართველოს ბანკი – 355,090 მლნ ლარი
- თიბისი – 266.042 მლნ ლარი
- ლიბერთი ბანკი – 24.751 მლნ ლარი
- ბაზის ბანკი – 17.051 მლნ ლარი
- პროკრედიტ ბანკი – 11.130 მლნ ლარი
- კრედო ბანკი – 10.998 მლნ ლარი
- ქართუ ბანკი – 8.077 მლნ ლარი
- ტერა ბანკი – 7.687 მლნ ლარი
- ხალიკ ბანკი – 5.075 მლნ ლარი
- იშ-ბანკი – 4.272 მლნ ლარი
- ზირაათ ბანკი – 1.482 მლნ ლარი
- პაშა ბანკი – 1.376 ათასი ლარი
- ვითიბი ბანკი საქართველო – 464 ათასი ლარი
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, 2024 წლის იანვარ-მარტში სილქ-ბანკი – 1.318-მილიონიან ზარალზე გავიდა, პეისერას 326 ათასი ლარის და პეივბანკს 6 ათასი ლარის ზარალი უფიქსირდება.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 16 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.