2020-2023 წლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშში.
სამინისტროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020-2023 წლებში 65 023 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა. აქედან, 17 339 რეგისტრირებული იყო 2023 წელს.
ანგარიშის თანახმად, საშუამავლო მომსახურება 2020-2023 წლებში 9 692 სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს, მათ შორის 2 626 პირს – 2023 წელს.
სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 91 დამსაქმებელი და 593 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2023 წელს – 31 დამსაქმებელი და 144 სტაჟიორი.
ხოლო ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 19 დამსაქმებელი და 28 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2023 წელს – 5 დამსაქმებელი და 14 სამუშაოს მაძიებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020-2023 წლებში, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 33 264 სოციალურად დაუცველი პირი, აქედან 15 899 – 2023 წელს. გარდა ამისა, 39 999 სამუშაოს მაძიებელი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა.