ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ 8.8 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაზრდილია.
მათ შორის 8.26 მილიონი სადებეტო ბარათებია, რომელთა რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტია.
ამავე პერიოდში 3%-ით შემცირდა მიმოქცევაში საკრედიტო ბარათების რაოდენობა, რომელიც 552,8 ათასს შეადგენს.
სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბარათების მეშვეობით, სულ 56.9 მილიონი ელექტრონული კომერციის ოპერაცია განხორციელდა, რამაც თანხობრივად 4 მილიარდი ლარი შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი რაოდენობრივად – 50%-ით, თანხობრივად – 48.8%-ით არის გაზრდილი.