საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირებით ევროპაში ესტონეთი ლიდერობს.
საცხოვრებელი ბინების ფასს ბოლო ათი წელია ევროპაშიც მზარდი ტენდენცია ახასიათებს.
ევროსტატის მონაცემების მიხედვით, 2012-22 წლის პერიოდში საცხოვრებელი სახლების ფასები გაიზარდა ევროკავშირის 24 ქვეყანაში და შემცირდა სამ ქვეყანაში.
ყველაზე მეტად საცხოვრებელი გაძვირებულია ესტონეთში. 12 წელიწადში ამ ქვეყანაში საცხოვრებელი ბინების ფასი გაორმაგდა.
ქვეყნების რეიტინგი ბინის ფასების ზრდის მიხედვით ასე გამოიყურება:
● ესტონეთი (+199%)
● უნგრეთი (+174%),
● ლიეტუვა (+142%)
● ლუქსემბურგი (+136%)
● ლატვია (+133%)
● ავსტრია (+126%)
● ჩეხეთი (+125%)
კლება დაფიქსირდა:
- საბერძნეთი -14%
- იტალია (-9%)
- კვიპროსი (-4%).
ქირის ფასი გაიზარდა ევროკავშირის 26 ქვეყანაში და შემცირდა ერთში, ყველაზე მაღალია ზრდა ესტონეთში (+216%) და ლიეტუვაში (+160%). კლება დაფიქსირდა საბერძნეთში (-23%). რაც შეეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალს, ევროკავშირში ქირა 2.5%-ით, ხოლო საცხოვრებელი სახლების ფასი 3.6%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საინტერესოა, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, შეიმჩნევა სახლებზე საშუალო ფასების კლება.