კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდის მაჩვენებელი, ამ სესხის მიზნობრიობის თვალსაზრისით, ბოლო წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა.
კერძოდ, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტემპით გადაუსწრო შინამეურნეობებზე გაცემული კრედიტებს.
მთლიან სესხებში შინამეურნეობების წილის ზრდა 2022 წლის მაისამდე თუ აღემატებოდა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის მაჩვენებელს, 2024 წლის მაისში სურათი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ორი ტიპის სესხებს შორის სხვაობა ბოლო ერთ წელიწადში უფრო შესამჩნევი გახდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი ერთმანეთს 2023 წლის ივლისში გაუთანაბრდა. მას შემდეგ იურიდიული პირების დაკრედიტებამ მოიმატა და 2024 წლის 1 ივნისისთვის რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა.
2024 წლის მაისის მდგომარეობით, ეროვნულ და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ნაშთები, შესაბამისად, 30,7 მლრდ ლარს და $9,2 მლრდ–ს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2 მლრდ ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები $0,6 მლრდ-ით გაიზარდა.
GBC