რუსეთის ფედერაციაში ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6,7% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ფასების ზრდა 5,47% -ია.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით – 15%-მდე გაზრდა. ეს ბაზრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რაც გაზრდილი ინფლაციის და გარე რისკების გათვალისწინებით მიიღეს.
ასევე ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი (ორ თვეში მეორედ) 6-7%-დან 7-7,5%-მდე გაზარდა და პირველად დაუშვა მიზნობრივი მაჩვენებლის გადაჭარბება.
ინფლაციის პროგნოზი 2024 წლისთვისაც გაიზარდა 4-დან 4,5%-მდე.