მიმდინარე წლის 7 თვეში ავტომობილების რეექსპორტმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 217%-იანი ზრდა აჩვენა.
სულ წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე $1.178 მლრდ ღირებულების ავტომობილია გასული, რაც მთლიანი ექსპორტის 33%-ს შეადგენს.
ივლისშიც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის ძირითადი დანიშნულების ადგილი კვლავაც რუსეთი იყო. ამ ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოდან რუსეთში $13.3 მლნ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა (2022 წლის იანვარ-ივლისში $22.29 მილიონის 1834 ავტომობილი).
ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში 2023 წელს
-
იანვარი – $7.08 მლნ
-
თებერვალი – $6.42 მლნ
-
მარტი – $8.09 მლნ
-
აპრილი – $8.94 მლნ
-
მაისი – $10.81 მლნ
-
ივნისი – $11.1 მლნ
-
ივლისი – $13.34 მლნ
რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დადგენილი სანქციების ფარგლებში, 1-ელი აგვისტოდან საქართველოდან აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აიკრძალა.
26 სექტემბრიდან ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება ევროკავშირიდან შემოყვანილ ავტომობილებზეც.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი განსაკუთრებით არის გაზრდილი შუა აზიის ქვეყნებში.
სიის სათავეში არის ყირგიზეთი, რომელსაც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის მიწოდების გამო, აშშ-მა შეზღუდვები დაუწესა.
ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან ქვეყნების მიხედვით (იანვარ-ივლისი):
-
ყირგიზეთი – $299.9 მლნ
-
ყაზახეთი – $281.05 მლნ
-
აზერბაიჯანი – $259.06 მლნ
-
სომხეთი – $207.67 მლნ
-
რუსეთი – $65.86 მლნ
-
ტაჯიკეთი – $17.47 მლნ.