რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 2%-ით, 21%-მდე გაზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
განაკვეთის გაზრდა რუსეთის ფედერაციაში ინფლაციის მატებას უკავშირდება.
ცენტრალური ბანკის განმარტებით, ინფლაციამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზს. შიდა მოთხოვნის ზრდა კი მნიშვნელოვნად აღემატება საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.
შესაბამისად, მან საჭიროდ ჩათვალა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაცია როგორმე მიზნობრივ დონეზე დააბრუნოს. ამავე დროს, ცენტრალური ბანკი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთი კიდევ გაზარდოს.