მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში $19 მილიონის ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 32,4%-ით მეტია.
ხოლო მოცულობა 72.4%-ით გაიზარდა.
იმპორტის ზრდა შემცირებული საშუალო იმპორტის ფასით არის გამოწვეული. ხორბლის შესასყიდი ფასი 23.2% -ით ნაკლები იყო.
ხორბლის იმპორტი საქართველოში/აშშ დოლარი:
ხორბლის იმპორტის ზრდის პარალელურად, ფქვილის შემოტანა შემცირდა. საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია.
იანვარ-აპრილში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 78%-ით გაიზარდა და 78,571 ტონა შეადგინა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტი საქართველოს 19.1 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.
მცირე რაოდენობით, ხორბალი შემოდის გერმანიიდან და ავსტრიიდან.
ფქვილის იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, ერთი ტონის შემოტანა 250 ლარით იბეგრება.
საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული რეჟიმი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდა.