რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც საომარ ზონაში მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ცნობის პროცედურა მარტივდება. კანონი ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა.
ამიერიდან, გარდაცვალების მოწმობა შეიძლება გასცეს არა მხოლოდ სამედიცინო ორგანიზაციამ ან სამედიცინო საქმიანობით დაკავებულმა პირმა, არამედ სხვა უფლებამოსილმა პირმაც.
საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი ჯარისკაცის ან სხვა მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებას არაუმეტეს 6 თვე დასჭირდება. მოქმედი კანონით, დაკარგული ჯარისკაცის გარდაცვალების დასადასტურებლად, საომარი მოქმედებების დასრულებიდან ორი წელი იყო საჭირო.
ახალი რეგულაცია გავრცელდება ყველა შემთხვევაზე, რომელიც წარმოიშვა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ და გავრცელდება სამხედრო მოსამსახურეებზე (მათ შორის, მობილიზებულზე).