პუტინი მობილიზაციას ამარტივებს. რუსეთში სამხედრო კომისარიატები ელექტრონულ გამოძახებას იწყებენ.
კომისარიატებიდან სამხედრო უწყისებს ელექტრონულად დააგზავნიან. ქაღალდის უწყებასა და ელექტრონულ შეტყობინებას ერთი და იგივე იურიდიული ძალა ექნება.
რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის განმარტებით, დისტანციურად განხორციელდება მობილიზებულის პირველადი რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. ხოლო სამედიცინო კომისიას და პროფესიული შერჩევას ისინი უკვე პირადად გაივლიან.
სახელმწიფო დუმა ამ ცვლილებებს სხდომაზე 11 აპრილს განიხილავს.
თუ პირი თავს აარიდებს გამოძახებას, მაშინ იგი ვალდებულია, ნებაყოფლობით გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში მომდევნო გაწვევის დროს. თუ ის ამას არ გააკეთებს, 20 დღის შემდეგ დაკარგავს ავტომობილის მართვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, ბიზნესის დარეგისტრირების, სესხის აღების და სხვა უფლებებს.