რუსეთი ზრდის ხორბლის, ქერისა და სიმინდის საექსპორტო ფასს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია.
ახალი განაკვეთები 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.
ხორბლის ახალი საექსპორტო ფასი გამოსათვლელად ახალი საბაზისო ფასი დადგენილია 17 000 რუბლი ($218,73) ტონაზე, – ნათქვამია დოკუმენტში. ადრე განაკვეთი ტონაზე 15 000 რუბლს შეადგენდა.
ასევე გაიზრდება ქერისა და სიმინდის საექსპორტო ფასებიც. ის 2000 რუბლით აიწევს და ტონაზე 15 875 რუბლს შეადგენს.