კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი.
ინფორმაცია გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდზე გამოჩნდა.
საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრის და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელის წლირი ანაზღაურება, Forbes-ის 2023 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, $136 მილიონს შეადგენს. აქედან $46 მილიონი მას სარეკლამო კონტრაქტებმა მოუტანა (სპონსორობით, ბიზნესით).
არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი შემოსავლით მეორე ადგილზეა, მან წლის განმავლობაში დაახლოებით $130 მილიონი გამოიმუშავა.
მესამე ადგილზეა ფრანგი კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენიდან $120 მილიონით.