აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ საკუთარი კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის ამბავს, საფონდო ბაზარმა მოზომილი რეაქციით უპასუხა.
ობლიგაციების შემოსავალმა დაიკლო და დოლარის კურსი ოდნავ შეიცვალა, ხოლო უოლ სტრიტის ფიუჩერსები სტაბილური დარჩა.
აზიის საფონდო ბირჟების აქციები დაეცა. ხოლო ბარელი ნავთობის ფასი $83.08-მდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ბაიდენმა მხარი დაუჭირა თავის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისს საპრეზიდენტო კანდიდატურას. ჰარისის კანდიდატურა დემოკრატიულმა პარტიამ თავის ყრილობაზე უნდა განიხილოს, რომელიც ოფიციალურად 19-22 აგვისტოს არის დაგეგმილი.
ონლაინ ფსონების საიტის PredictIT-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის გამარჯვების ფასი 5 ცენტით დაეცა 59 ცენტამდე, ხოლო ჰარისის 13 ცენტით გაიზარდა 40 ცენტამდე. კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი, მას ჩამორჩა 3 ცენტით.
Goldman Sachs არ ელოდება, რომ დემოკრატების ფისკალური და სავაჭრო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰარისი იქნება.