თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება:
- მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე.
- მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილას, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.