რაჭაში, შოვში, მეწყრი ჩამოწვა. წინასწარი ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ 16 ადამიანია მოყოლილი. მათ შორის არიან ბავშვებიც.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ მათთან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მთიდან მიწა მოწყდა და შოვში კოტეჯებიც დააზიანა. ღვარცოფია შოვამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე.
ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე ბავშვები და მოხუცები არიან ჩარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა. დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია სამსახურს არ აქვს. სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.