ოთხშაბათს, 9 აგვისტოს საღამოს ვაჭრობისას, ნავთობზე ფასების ზრდა აშშ-ში საწვავის მარაგების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამ დააჩქარა.
ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა $87.55(+$1.38) ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი გახდა $84.40(+$1.48) ბარელზე.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა ყოველკვირეული ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 5,85 მლნ. ბარელით და 445,6 მლნ ბარელი შეადგინა.
ბენზინის მარაგები 2,7 მლნ. ბარელით შემცირდა 216,4 მლნ ბარელამდე.
შემცირდა დისტილატების მარაგებიც 1,7 მლნ. ბარელით და 115,4 მლნ. ბარელი შეადგინა.
ხოლო ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგინა 12,2 მლნ ბარელი დღე-ღამეში.
სასაქონლო ბირჟებზე ვაჭრობამ აჩვენა, რომ დილერებმა ნაკლები ყურადღება მიაქციეს ჩინეთში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების 0,3%-ით შემცირებას, რაც პირველი კლებაა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ექსპერტების პროგნოზით, ბოლოდროინდელი ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ ნავთობის ფასების ზრდა გაგრძელდება.