შეერთებული შტატების ბანკის აქციები სამშაბათს დაეცა მას შემდეგ, რაც S&P Global-მა, ისევე, როგორც Moody’s-მა ამერიკული ბანკების საკრედიტო რეიტინგები შეამცირა.
შედეგად, დაახლოებით 2%-ით დაეცა ისეთი წამყვანი ამერიკული ბანკების აქციები, როგორიცაა JPMorgan Chase და Bank of America.
Citigroup, Wells Fargo, Goldman Sachs და Morgan Stanley აქციები კი დაახლოებით 1%-ით შემცირდა.
KeyCorp-ის, Comerica-ს და Associated Banc-Corp-ის აქციები 3%-ზე მეტი დაეცა, ხოლო Valley National-ის და UMB Financial-ის შესაბამისად, 2% და 4%-ით დაეცა.
რას გამოიწვევს ამერიკული ბანკების რეიტინგების კლება
სარეიტინგო სააგენტოების მიერ რეიტინგების შემცირება აძვირებს სესხებს საბანკო სექტორში, რომელიც ცდილობს გამოვიდეს კრიზისული სიტუაციიდან, რომელიც წლის დასაწყისში შეიქმნა, როდესაც სამი ბანკი გაკოტრდა.
S&P-მა ორშაბათს შეამცირა Associated Banc-Corp-ის და Valley National Bancorp-ის რეიტინგები. მოგვიანებით მათ UMB Financial Corp და Comerica Bank დაემატა.
სარეიტინგო სააგენტოებმა გადაწყვეტილების მიზეზად ამ ბანკებიდან დეპოზიტების გატანა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდა დაასახელეს. ხოლო KeyCorp-ის რეიტინგი შემცირდა მოგების კლების გამო.
S&P-მა ასევე შეამცირა S&T Bank-ისა და River City Bank-ის რეიტინგები „სტაბილურიდან” „უარყოფითით“.
გაძვირდა ბანკების დაზღვევაც.
რამ შეუქმნა ამერიკულ ბანკებს პრობლემები
ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ბანკების ხარჯების ზრდა განაპირობა. ახლა ბანკებს დეპოზიტებზე უფრო მეტი პროცენტის გადახდა მოუწევთ, რათა შეაჩერონ მომხმარებლები, რომ მათ უფრო მაღალშემოსავლიანი ალტერნატივების მოძიება არ დაიწყონ.
სარეიტინგო სააგენტოები მიუთითებენ ამერიკული ბანკების ლიკვიდურობის პრობლემაზე, რაც განაპირობა გაზრდილიმა სასესხო პორტფელმა, საიდანაც წლიურად 2.5-4.5%-ის შემოსავალს იღებენ. ამ დროს კი მეანაბრეებს 4,5-5,5% წლიური სარგებელი უნდა გადაუხადონ.
რეიტინგის დაქვეითების მიუხედავად, საბანკო ინდუსტრიისთვის გარდაუვალი სისტემური საფრთხე არ არსებობს, –დამაიმედებელ შეფასებას აკეთებს Zacks Investment Management.
Fitch-ის ანალიტიკოსის შეფასებით, ბევრი მრავალი ამერიკული ბანკი, მათ შორის JPMorgan Chase (JPM.N), შეიძლება დაექვემდებაროს რეიტინგის შემცირებას, თუ სექტორში „ოპერაციული სიტუაცია” კიდევ უფრო გაუარესდება.