2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 81,146,079 ლარის შემოსავალი მიიღო – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშში.
ამავე მონაცემების მიხედვით, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ წელს 1,045,998 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, შარშან სამ თვეში ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 88,013,871 ლარის გრანტი მიიღო, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 1,109,594 ლარი.
2024 წლის ბიუჯეტში გრანტების სახიტ, სულ დაგეგმილია 400 მილიონი ლარი.
აქედან, საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 261 მლნ ლარის გრანტს ელოდება მათ შორის, ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 146 მლნ ლარი მოდის, ხოლო 115 მლნ ლარი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მოგებიდან მისაღები თანხაა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღები გრანტების მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 44 მლნ ლარით არის შემცირებული.