ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ერთ-ერთი მთავარ ვერსიად ტერორისტული თავდასხმა სახელდება. ინფორმაცია ტელეგრამის არხებმა Baza-მ და Mash-მა გაავრცელეს.
როგორც ცნობილია. დღეს პრიგოჟინის საკუთრებაში არსებული Embraer Legacy-ის თვითმფრინავი ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ის მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვაგნერის დაჯგუფების დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყო რეგისტრირებული.
ტელეგრამის არხი, რომელიც დაკავშირებულია ვაგნერთან, ირწმუნება, რომ ბიზნეს ჯეტი “ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ცეცხლით”.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.