პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, აწარმოე საქართველოში, შეღავათიანი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი.
მისივე თქმით, პროგრამების შეფასებამ აჩვენა, რომ ყველა ეს პროგრამა შედეგიანია. ამ პროგრამებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები და მეტი დოვლათი იქმნება, ამიტომ „ისინი გასაძლიერებელია, არა თუ შესამცირებელი და გადასახედი”.