საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით შემცირდა და $605.6 მილიონს გაუტოლდა.
საექსპორტო პროდუქციიდან ყველაზე დიდი კლება ფიქსირდება აზოტოვანი სასუქების მიმართულებით, რაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აღნიშნული სახეობის პროდუქციის ექსპორტი 39,7%-ით შემცირდა და $33,3 მილიონი შეადგინა. მისი წილი მთლიან ექსპორტში 5,5%-ს შეადგენს.
კლების მიხედვით მეორე ადგილზეა თხილი და სხვა კაკალი, რომლის ექსპორტი პირველ კვარტალში 21,2%-ით არის შემცირებული. ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე $20,2 მილიონის ღირებულების თხილი და სხვა კაკალი გავიდა. მისი წილი მთლიან ექსპორტში 3,3%-ია.
კვლავაც კლება ფიქსირდება ფეროშენადნობების ექსპორტში- -11.4%-ით. პირველ კვარტალში ექსპორტზე $72, 519 მილიონის ფეროშენადნობი გაიტანეს, რაც მთლიანი ექსპორტის 12%-ს შეადგენს.
ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატების ექსპორტი- 140,7%-ით. ასევე, ზრდა არის ღვინის და მინერალური წყლების მიმართულებით.