პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიღებას ხმა 84 -მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.
მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ცნობილია, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. ამისთვის სალომე ზურაბიშვილს 14 დღე აქვს.