კრისტოფერ ნოლანის ფილმი ოპენჰაიმერი საუკეთესო დრამატულ ფილმად დასახელდა ოქროს გლობუსის 81-ე დაჯილდოებაზე, რომელიც 7 იანვარს, ბევერლი ჰილზში გაიმართა.
ეს არის ბიოგრაფიული დრამა ამერიკელი ფიზიკოსის – რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ, რომელსაც „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ოპენჰაიმერი ხელმძღვანელობდა მანჰეტენის პროექტს – ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას. მას უწოდებენ ატომური ხანის ფრანკენშტეინს, ადამიანს, რომელიც „გვიან მიხვდა, რომ მის ნამუშევარს აქვს უსაზღვრო განადგურების უნარი”.
ნოლანი ასევე დასახელდა საუკეთესო რეჟისორად. საუკეთესო მსახიობად აღიარეს კილიან მერფი, რომელმაც ფილმში მთავარი როლი შეასრულა. ეს მისი პირველი ოქროს გლობუსია.
რობერტ დაუნი უმცროსმა ოქროს გლობუსი მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. გარდა ამისა, ფილმმა გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა. ჯილდო კომპოზიტორ ლუდვიგ გორანსონს გადაეცა.
კიდევ ვინ მიიღო ოქროს გლობუსი
ოპენჰაიმერის მთავარი კონკურენტი გრეტა გერვიგის ბარბი 2 კატეგორიაში დასახელდა გამარჯვებულად. მათ შორის, საუკეთესო შედეგისთვის „კინემატოგრაფიასა და სალაროებში“. ხოლო ფილმის კომპაზიტორმა ბილი აილიშმა მიიღო ოქროს გლობუსი სიმღერისთვის What Was I Made For, რომელიც ამ ფილმში ჟღერს.
ნომინაციაში საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი გაიმარჯვა იორგოს ლანთიმოსის მელოდრამამ ღარიბები (Poor Things).
მსახიობმა ემა სტოუნმა, რომელმაც ფილმში მთავარი როლი შეასრულა, ოქროს გლობუსი მიიღო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიაში ან მიუზიკლში. ამ კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა პოლ ჯამატი ფილმში ნარჩენები (The Leftovers).
ლილი გლადსტონი (ყვავილოვანი მთვარის მკვლელები) გახდა საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი.
დავან ჯოი რენდოლფმა (ნარჩენები) მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ჰაიაო მიაძაკის ფილმმა ბიჭი და ჩიტი საუკეთესო ანიმაციური ფილმის სტატუსი მოიპოვა.
ხოლო შემოდგომის ანატომია დაჯილდოვდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო ფილმის სცენარისტებმა ჯასტინ ტრიემ და არტურ არარიმ მიიღეს.
ფილმმა შთამომავლები გაიმარჯვა საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში. სერიალში მონაწილე სარა სნუკმა და კიერან კალკინმა დრამატული სერიალის საუკეთესო ქალისა და მამაკაცი მსახიობების ჯილდოები მიიღეს.
მეთიუ მაკფადიენი (შთამომავლები) დაჯილდოვდა მინისერიალში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ელიზაბეტ დებეკიმ (გვირგვინი) ოქროს გლობუსი მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის მინისერიალში.
დათვი საუკეთესო კომედიურ სერიალად დაასახელეს. მისმა მსახიობებმა აიო ედებირიმ და ჯერემი ალენ უაითმა მოიპოვეს ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისა და მსახიობი მამაკაცის როლისთვის კომედიასა თუ მუსიკალურ სერიალში.
გასულ წელს ცერემონიაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. ამჯერად, ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს პოლიტიკისთვის თავი აერიდებინათ. მათ არც ისრაელ-ჰამასის ომი უხსენებიათ.