ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი გაყიდა.
ამ ქონების მფლობელიც კომპანია ნიუ სითი დეველოპმენტია, რომელმაც ივანიშვილის ქართუ ფონდისგან ლაგუნა ვერე შეიძინა. ინფორმაციას სატელევიზიო არხი ფორმულა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დოკუმენტით, იპოდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 70 000 კვადრატული მეტრი ფართი გასხვისდა.
ნიუ სითი დეველოპმენტმა 10 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია უკვე გადაიფორმა. დანარჩენი ფართობი კი, სავარაუდოდ, მალევე გადაფორმდება.
შესაბამისი მოთხოვნა კომპანიას საჯარო რეესტრში შეტანილი აქვს.
როგორც ცნობილი გახდა, ნიუ სითი დეველოპმენტმა ლაგუნა ვერე და მისი მიმდებარე ტერიტორია შეიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ორი ცათამბჯენის მშენებლობას აპირებდა. მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ დაახარვეზა.
ლაგუნა ვერე და მისი მიმდებარე 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.