სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად გასულ თვეს ნიორი გაძვირდა – 98.96%-ით.
Brg.ge გთავაზობთ, 10 საკვებ პროდუქტს, რომელზეც მაისში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა:
- ნიორი – 98.96%
- მწვანილი – 67.82%
- ატამი – 66.07%
- ვაშლი – 65.26%
- ქლიავი – 56.70%
- ჭარხალი – 54.62%
- მსხალი – 31.77%
- მანდარინი – 29.77%
- ყურძენი – 26.98%
- ფორთოხალი – 25.99%