„ნიკორა” 5 წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს (განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი). 60 მლნ ლარის აღნიშნული განთავსება 120 მილიონიანი ემისიის დასკვნითი შეთავაზებაა. კუპონის განაკვეთი TIBR3m-ს მიებმება, 325 საბაზისო პუნქტით (8.08%+3.25%). ნომინალი 1 000 ლარია.
„ემიტენტი“, სს „ნიკორა ტრეიდი“ „ნიკორა ჯგუფის“ წევრია, რომელიც ბაზარზე მოქმედებს „ნიკორა სუპერმარკეტის” და „ლიბრეს“ ბრენდით.
H1/2024-ის ანგარიშით, კომპანიის EBITDA (მოგება არასაოპერაციო მუხლებამდე: პროცენტის, გადასახადების, ცვეთის ამორტიზაციის) 42 მლნ ლარია.
ობლიგაციებით ნასესხებ სახსრებს „ნიკორა“ ლოგისტიკური ცენტრის (რომელიც მზის პანელებით უნდა აღჭურვოს), ახალი მაღაზიების ასაშენებლად და არსებული ვალდებულებების დასაფარად მიმართავს. „ნიკორა“ იმ რამდენიმე ადგილობრივ კომპანიას შორისაა, რომლებსაც სახსრების საპენსიო სააგენტოდანაც აქვს მოზიდული (თიბისი ლიზინგი, სელფი, საქართველოს კაპიტალი, თეგეტა).
ნიკორა FMCG სექტორის მსხვილი მოთამაშეა. სექტორის წილი მშპ-ში 25%-ს აღემატება (პანდემიამდე იყო 18%).