აშშ-ის წარმომადგენელი გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ბეტ ვან სკააკი აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი. თუმცა, ვან სკააკი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ გადალახავს, სანამ ის თანამდებობაზე რჩება.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება საერთაშორისო სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური“, – თქვა ბეტ ვან სკააკმა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაიწყოს გამოძიება, მომზადდეს ბრალდებები პუტინის და სხვა სამხედრო პირების მიმართ.
„უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინზე გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და ის დაკარგავს თავის პოზიციას და იმუნიტეტს”, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ივლისში აშშ-ის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის კანონმდებლობაზე, მაგრამ მოიცავს საერთაშორისო სამართლის ცნებებს.