Brent ნავთობის მარტის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბარელზე $77,88-ს შეადგენს, რაც 1,12%-ით დაბალია წინა ვაჭრობის ფასზე.
WTI-ის თებერვლის ფიუჩერსები კი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) 1,22%-ით დაეცა და ბარელზე $72,91 შეადგინა.
ნავთობის ფასის კლებას ხელს უწყობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი თებერვალში ყველა ტიპის ნავთობის ფასს შეამცირებს, მათ შორის, მისთვის მთავარ აზიურ ბაზარზე. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აზიელი შემსყიდველებისთვის ფასები ბარელზე $2-ით შემცირდება. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მა. ასევე დაიკლებს მიწოდების ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ნავთობის მოხმარება, როგორც წესი, თებერვალსა და მარტში მცირდება და მწარმოებლები ამ პერიოდში სიმძლავრეს ამცირებენ.
ამავდროულად, ნავთობით მოვაჭრეები აკვირდებიან სიტუაციას ლიბიაში, სადაც მოპოვება ისევ შეჩერებულია უდიდეს ალ-შარარას საბადოზე ადგილობრივების პროტესტის გამო. ისევ რთული რჩება სიტუაცია წითელ ზღვაში იემენის სამხედრო დაჯგუფების მხრიდან კომერციულ გემებზე თავდასხმების შემდეგ.