ნავთობის ფასი დღესაც გაიზარდა, რაც გამოწვეულია პროგნოზით, რომ მეოთხე კვარტალში მიწოდების დეფიციტი გაიზრდება.
დეფიციტის რისკს ქმნის საუდის არაბეთისა და რუსეთის გადაწყვეტილება, რომ გააგრძელებენ შემცირებულ მოპოვებას. პარალელურად, ჩინეთში, რომელიც ნედლი ნავთობის ყველაზე დიდ იმპორტიორია, მოთხოვნის აღდგენის მოლოდინი გაჩნდა.
Brent-ის ფიუჩერსები გაიზარდა 0,4%-ით და ბარელზე $94,32 შეადგინა. ხოლო West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები ბარელზე 0,6%-ით მეტი, $91,30 გახდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკა, აშშ-ის სტაბილური ეკონომიკური მონაცემები და OPEC+-ის მიერ წარმოების შემცირება, ნავთობის ფასის ზრდის ძირითადი ფაქტორებია.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წელს ბარელის ფასს $90-ზე ქვემოთ არ ჩამოვა.
ტრეიდერები ელოდებიან ცენტრალური ბანკების, მათ შორის აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებებს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც ამ კვირაში გახდება ცნობილი. ასევე, ელოდებიან ინფორმაციას ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მონაცემების შესახებ.