ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ფონზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $87,24-მდე გაიზარდა.
ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარება ამ რეგიონიდან ნავთობის მიწოდების შემცირების რისკს ქმნის.
დეკემბრის Brent-ის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე ერთბაშად $2,66 -ით (3,14%) გაძვირდა.
ხოლო WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე $2,84-ით (3,43%) გაიზარდა და $85,63 შეადგინა.
საომარი მდგომარეობის დაწყებამდე ნავთობის გაიაფება იყო დაწყებული. გასულ კვირას Brent-ის ფასი 8,3%-ით დაეცა, ხოლო WTI-ის –8,8%-ით.
ღაზას სექტორიდან სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები შაბათს, 7 ოქტომბერს განხორციელდა. ისრაელის ტერიტორიაზე ათობით პალესტინელი შეიჭრა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია რკინის ხმლები დაიწყეს. ქვეყანაში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა.