საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკის ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.
გასული წლის იანვრის შემდეგ კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. იანვრის 18,8%-იანი ზრდის შემდეგ, დეკემბერში წლიურმა მაჩვენებელმა 4,6%-მდე დაიწია.
20,2%-ით შემცირდა ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა და დეკემბრისთვის 5 138 შეადგინა.
დეკემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12,5%-იანი წლიური ზრდა აჩვენა.