მსოფლიოს მეორე უდიდესი კრიპტობირჟა OKX რუსებისთვის შეზღუდვებს აწესებს.
სიდიდით მეორე კრიპტობირჟა OKX, თავის p2p პლატფორმაზე კრძალავს ტრანზაქციებს რუსულ რუბლში.
ამის შესახებ კტიპტობირჟამ განცხადება საკუთარ ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
თუმცა, მომხმარებლებს რუსეთიდან კვლავ აქვთ სხვა ვალუტაში ვაჭრობის შესაძლებლობა.
რუსებისთვის სავაჭრო რეჟიმი კიდევ ერთმა კრიპტობირჟამ – Binance-მაც გაამკაცრა.
მის პლატფორმაზე ტრანზაქციები მიუწვდომელი გახდა სანქცირებული ბანკების – Sberbank-ის, Tinkoff-ისა და Alfa Bank-ის კლიენტებისთვის.