მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, აპრილში, მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი ოქროს რეზერვები 32,7 ტონით გაზარდეს.
ყველაზე დიდი ოდენობით ოქრო შეისყიდა თურქეთმა- 7,9 ტონა, ყაზახეთმა -5,9 ტონა, ინდოეთმა- 5,6 ტონა, პოლონეთი- 4,7 ტონა, სინგაპური-4,2 ტონა და რუსეთის ფედერაცია-3,1 ტონა. ჩინეთის შესყიდვები 1,9 ტონამდე შემცირდა.
ცენტრალურმა ბანკებმა აპრილში მხოლოდ 2,9 ტონა გაყიდეს, აქედან იორდანიამ და უზბეკეთმა 1,2-1,2 ტონა.
მარტში ოქროს ფასების სწრაფმა ზრდამ გააჩინა კითხვა, გააგრძელებენ თუ არა ცენტრალური ბანკები ძვირფასი ლითონის აქტიურად შესყიდვას.
აპრილში გაზრდილი შესყიდვები შეიძლება მიუთითებდეს, რომ ცენტრალური ბანკები ოქროს გაძვირების მიუხედავად შესყიდვების სტრატეგიულ კურსს აგრძელებენ.