გერმანული ჟურნალის – Die Aktuelle-ის მთავარი რედაქტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს ხელოვნური ინტელექტის მიერ მიხაელ შუმახერთან გენერირებული ინტერვიუს გამოქვეყნების გამო.
ენ ჰოფმანმა Die Aktuelle-ში გამოაქვეყნა ინტერვიუ ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონთან მიხაელ შუმახერთან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო მომზადებული. 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შუმახერის ოჯახი ინტერვიუს გამო ჟურნალს სასამართლოში უჩივლებს.
CNN წერს, რომ სტატია ეძღვნებოდა ყოფილი მრბოლელის ოჯახურ ცხოვრებას და მის ჯანმრთელობას ავარიის შემდეგ.
ის, რომ ინტერვიუ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი, მხოლოდ სტატიის ბოლოს გახდა ნათელი.
აპრილის შუა რიცხვებში ჟურნალ Die Aktuelle-ის გარეკანზე დაიბეჭდა ფორმულა 1-ის ჩემპიონის ფოტო სათაურით „მიხაელ შუმახერი: პირველი ინტერვიუ“. ინტერვიუს წყაროდ მითითებული იყო საიტი, „დაკავშირებული ხელოვნურ ინტელექტთან”.
გამომცემლობამ ინტერვიუს გამო შუმახერის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
ენ ჰოფმანი ჟურნალს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა.
2013 წლის დეკემბერში მიხაელ შუმახერმა თხილამურებით სრიალის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ მისი მდგომარეობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. Sport-express-ის ცნობით, ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი 2013 წლიდან კომაშია.