უმცროსი ექიმის, სანიტრის, ექთნის დამხმარისა და თანაშემწის პოზიციებზე დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა განისაზღვროს.
კლინიკებისთვის ამ ვალდებულების შემოღებას სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმა ითვალისწინებს.
ცვლილებების ახალი პაკეტი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა. ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და არგუმენტების წარსადგენად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ერთი კვირის ვადა აქვთ.
მინიმალური ხელფასის განსაზღვრა სავალდებულო იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.
სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.