Galt&Taggart–ის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ბაკურიანსა და გუდაურში მცირდება უძრავი ქონების გაყიდვები.
ბაკურიანში უძრავ ქონებაზე 209 სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა, რაც პირველი კვარტლის მონაცემთან შედარებით, 10,7%-ით არის შემცირებული. ხოლო 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება.
წელს კიდევ უფრო მეტად იკლებს უძრავი ქონების გაყიდვები გუდაურში. 2023 წლის მეორე კვარტალში გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით, 18,5%-ით არის შემცირებული. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი გაყიდვებმა 35%-ით დაიკლო.
საქართველოს მთის კურორტებზე შემცირებულია საშუალო შეწონილი ფასები პირველად ბაზარზე.
ბაკურიანში კვ. მეტრის საშუალო ფასი $1,112 -ის ფარგლებშია, ხოლო გუდაურში $1,400-ს შეადგენს.