Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის თებერვალში თბილისში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა.
იანვართან შედარებით პირველად ბაზარზე ბინების ფასმა 0.8%-ით, ხოლო წლიურად 16.5%-ით მოიმატა.
ამ დროს, მეორად ბაზარზე ფასები შემცირდა, თვიურად ფასების საშუალო მაჩვენებელმა -4.1%-იანი, და -2.2%-იანი კლება აჩვენა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები, აშშ დოლარი/მ2
სულ თებერვალში დედაქალაქში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ.
ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა.
მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.
გაყიდვები უბნების მიხედვით
გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში – ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე (-35.9% წ/წ).
მთლიან ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით
გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირებს, მათი ხელმისაწვდომობისა და
გაქირავების სიმარტივის გამო. შემცირებულია ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილი, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
უძრავი ქონების ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე უბნების
მიხედვით, აშშ დოლარი/მ2