2024 წლის სექტემბერში, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) $143-ს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდაა 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. ასეთი სურათი აჩვენა TBC Capital-ის მიმოხილვამ.
აღსანიშნავია, რომ მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში ნომრის საშუალო ღირებულება მკაფიო სეზონურ რყევებს განიცდის, თუმცა, 2024 წელს ტენდენცია მაინც აღმავალია წინა წელთან შედარებით.
საშუალო დღიური ფასი მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში თვეების მიხედვით/S
მიმდინარე წლის ზაფხულში ნომრების ფასების შესამჩნევი მატება დაფიქსირდა. თუმცა, წელს სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12%-იანი კლებაა 2023 წლის სექტემბერთან შედარებით.
მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა თვეების მიხედვით