2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ზოგიერთ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ზოგიერთზე კი შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა ავტოსესხი და ლომბარდული, ხოლო იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები გაიაფდა.
როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (მარტის სტატისტიკა):
- იპოთეკურ სესხები – 11,46% (თებერვალი – 11,49%)
- ავტოსესი – 24,20% (თებერვალი – 23,23%)
- ლომბარდული სესხი – 19,88% (თებერვალი – 19,75%)
- სამომხმარებლო სესხი – 17,96% (თებერვალი – 18,06%)
- სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13,19% (თებერვალი – 13,12%)
- სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 19,47% (თებერვალი – 19,80%)
რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2024 წლის მარტში ლარში გაცემული სესხები გაიაფდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მარტში ლარის სესხებზე განაკვეთი 15,13%-ს შეადგენდა, თებერვალში კი 15,42%-ს.
რაც შეეხება სესხებს უცხოურ ვალუტაში, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, მარტში საშუალო განაკვეთი კრედიტებზე შეადგენდა 8,65%-ს, თებერვალში კი 8,57%-ს.