2024 წლის მაისში, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,142 შეადგინა და 2023 წლის მაისთან შედარებით 7%-ით შემცირდა. ამასთანავე, თვიურ ჭრილში 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
მაისში გასაყიდი ფასი $1,192-ს გაუტოლდა და წლიურად 2%-ით გაიზარდა, ხოლო აპრილის თვესთან შედარებით -1%-ით დაიკლო. იმავე პერიოდში, ბაზრის მოცულობამ $243 მილიონი შეადგინა (-7% წ/წ).
გაყიდული ბინების რაოდენობა(`000) ბინების საშუალო გასაყიდი ფასი(S/კვ.მ)
2024 წლის მაისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (23% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (17%).
ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა სამგორში, დიდ დიღომსა და კრწანისში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ჩუღურეთსა და ისანში.
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ ნაძალადევსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა.
ყველაზე მეტი ძველი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა. 2024 წლის მაისში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდაზე კვლავ აღემატებოდა $2000-ს და ძველი ბინების ფასში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სწორედ აქ დაფიქსირდა.